ალეპოში შეტაკებები გრძელდება. ამბოხებულებმა პოზიციები კიდევ ერთ სტრატეგიული მნიშვნელობის რაიონში დათმეს. სირიის სახელისუფლო ძალებმა თარიქ ალ-ბაბის დასახლება დაიკავეს, რითაც აეროპორტთან დამაკავშირებელი გზა გაათავისუფლეს. მასირებული შტურმი ალეპოზე 3 კვირაზე მეტია, გრძელდება. ასადის არმია ამ დროისათვის ალეპოს 60 პროცენტს აკონტროლებს.