სტივენ ჰოკინგი რომის საავადმყოფოში მოათავსეს. გენიოსად აღიარებული 74 წლის ფიზიკოსის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კლინიკაში ის ხვალ დილამდე დარჩება. მეცნიერი ამიოტროფიკული სკლეროზით არის დაავადებული, თუმცა ცხოვრების აქტიური წესით ცხოვრობს და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. მძიმედ დაავადებული გენიოსი კომპიუტერული სინთეზატორის დახმარებით საუბრობს.