დონალდ ტრამპისა და ტაივანის ლიდერის სატელეფონო საუბარს ოფიციალური პეკინი თავშეკავებული კომენტარით ეხმაურება. საგანგებო განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, ტაივანის პრეზიდენტის ზარი ტრამპთან ბავშვურიო სატყუარა იყო. მორიგ სკანდალში ამერიკის არჩეული პრეზიდენტი მას შემდეგ გაეხვა, რაც გაირკვა, რომ ტაივანის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ კი თეთრ სახლში არაფერი იცოდნენ. შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1979 წლიდან შეწყვეტილია.