რუსეთისა და ამერიკის პირველი დიპლომატებნი ერთმანეთს რომში შეხვდნენ. სერგეი ლავროვმა და ჯონ კერიმ ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს. საუბარი სირიის კრიზისსა და ალეპოში შექმნილ ვითარებასაც შეეხო. ჯონ კერიმ ალეპოს მშვიდობიან მოსახლეობაზე მომხდარი თავდასხმების გამო შეშფოთება გამოთქვა. საუბრის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.