პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ფორვარდი კრიშტიანო რონალდოს სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა. გამოცემა შპიგელის ინფორმაციით, ფეხბურთელს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ. საუბარია 150 მილიონ ევროზე, რომელიც რონალდომ ოფშორული ფირმების წყალობით შეინარჩუნა. ფეხბურთელს ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.