ნავთობი ისევ გაძვირდა. დღეს დილით ბრენტის მარკის საწვავის ღირებულებამ 54,30 დოლარი შეადგინა, რაც გასული დღის მაჩვენებელზე 63 ცენტით მეტია, დაბლ იუ თი აის მარკის საწვავის ფასი კი ბარელზე 52, 41 დოლარით განისაზღვრა. შავი ოქროს გაძვირება ოპეკის გადაწყვეტილებამ განაპირობა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნავთობმოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ, რაც მსოფლიო ბაზარზე მომენტალურად აისახ
ა.