მორიგი კატასტროფა ჩინეთში. ციტაიჰეს მაღაროში მომხდარ აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, 21 ადამიანი ემსხვერპლა. მაღაროელთა ცხედრები მაშველებმა უკვე იპოვნეს. აფეთქების მიზეზი გვირაბში მეთანის გაჟონვა გახდა. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში ყოველწლიურად ათასამდე მაღაროელი იღუპება, რაც უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით არის გამოწვეული.