ამერიკის არჩეული პრეზიდენტი მორიგ სკანდალში გაეხვა. დონალდ ტრამპი ტელეფონით ტაივანის ლიდერს, ცაი ინვენს ესაუბრა, ისე, რომ ობამას ადმინისტრაცია საქმისყურში არ ჩაუყენებია. სატელეფონო კავშირი შეერთებული შტატებისა და ტაივანის პრეზიდენტებს შორის 27 წელია, აღარ შემდგარა. დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყნებს 1979 წლიდან გაწყვეტილი აქვთ. მომხდარის გამო თეთრ სახლს უკვე დაუკავშირდნენ ოფიციალური პეკინის წარმომადგენლები, რის შემდეგაც ოეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, შეერთბული შტატების მხარდაჭერა ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არ შეცვლილა.