3-5 დეკემბერს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში თბილისში გაიმართება თოჯინების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
ARTDOLL TBILISI 2016-ზე მოწვეულნი არიან ცნობილი მეთოჯინეები სხვადასხვა ქვეყნებიდან: პიარვიევზ გუსეინოვ, ირინა გუნდორინა-აზერბაიჯანი, კატარინა ვეშტაკ, ლაურა სკატოლინი-იტალია, პეტრო პინჩუკ, ოქსანა ვოროპაი-უკრაინა, ვერონიკა სიდო-ჩეხეთი, კატარინა ვეშტაკ, ლაურა სკატოლინი-იტალია, სვეტლანა ფჩელნიკოვა, ტარვი პინკი - ესტონეთი, ვიქტორ გრიგორიევ, ოლგა იეგუვეც - რუსეთი. გამოფენაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ გამორჩეული ქართველი მეთოჯინეები თამარ კვესიტაძე, თორნიკე გოგინაშვილი და სხვები.
პროექტის ორგანიზატორია საქართველოს მეთოჯინეების გაერთიანება „ჯეოდოლ“.