პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. 38 გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციითაც არის დაინტერესებული, თუმცა განაგრძობს მუშაობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებისთვის. ახალ კონცეფციაში ასევე ნათქვამია, რომ მოსკოვი მზად არის ნატოსთან პარტნიორობისთვისაც, მხოლოდ თანასწორუფლების პრინციპით. პუტინი უკმაყოფილებას გამოთქვამს ნატოს გაფართოებისა და რუსეთის საზღვრებთან ახლოს ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის განთავსების გამო და იტოვებს უფლებას, ალიანსისგან მომდინარე საფრთხეებზე ადეკვატურად იმოქმედოს.