შეერთებული შტატები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ნებისმიერ ქვეყანასთან ითანამშრომლებს. ამის შესახებ ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ოჰაიოში გამართულ მიტინგზე განაცხადა.
„ისლამისტებს აუცილებლად დავამარცხებთ, თუმცა ამავდროულად საგარეო პოლიტიკის კურსს შევცვლით. ჩვენ აღარ შევეცდებით სხვა ქვეყნებში მოქმედი რეჟიმების დამხობას და ვითანამშრომლებთ ყველა ქვეყანასთან, ვინც ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში დაგვეხმარება,“-აღნიშნა ტრამპმა.