ვაშინგტონი თეირანს სანქციებს10 წლით გაუგრძელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება სენატმა სპეციალურ კენჭისყით მიიღო. მანამდე დოკუმენტს მხარი წარმომადგენლობითმა პალატამ დაუჭირა. უახლოეს დღეებში კი ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება. ირანისთვის დაწესებულ სანქციებს ვადა 31 დეკემბერს უთავდებოდა.