თურქეთი ევროპაში სტუმარი არ არის. თურქეთი ევროპის დიასახლისია. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თქიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, ანკარა ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინით დაიღალა და იმ შემთხვევაში, თუ ევროპელი ლიდერები ორმაგი სტანდარტებით თამაშს შეწყვეტენ, თურქეთი მზად არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 1987 წელს შეიტანა, მოლაპარაკებები კი გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბრიუსელსა და ანკარას შორის 2005 წელს დაიწყო.