აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი კრემლის ლიდერს შეხვდა. მხარეებმა ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმების რეალიზების საკითხი განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და აფხაზეთი საინვესტიციო პროექტების პაკეტს ქმნიან, რომელიც 9 მილიარდი რუბლით დაფინანსდება. სოლიდური თანხა აფხაზეთში სკოლების, საავადმყოფოების, საბავშვო ბაღებისა და გზების მშენებლობას მოხმარდება.