რუსეთი მტრებს არ ეძებს, მაგრამ სხვა სახელმწიფოების მხრიდან ზეწოლას წინ აღუდგება. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ფედერალურ შეკრებაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ 21-ე საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, თუმცა დასანანია, რომ ცივი ომის შემდეგ მიღებული გამოცდილება და მიღწევები წყალში ჩაიყარა. ჩვენ გვსურს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, თუმცა ბოლო წლებში სხვა სახელმწიფოების მზრიდან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება, რასაც, რა თქმა უნდა, შევეწინააღმდეგებით,“-აღნიშნა პუტინმა.