სირიის მოქმედი რეჟიმის მიმართ თურქეთის პოზიცია უცვლელი დარჩება. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ დავუთოღლუმ განაცხადა. მანამდე კი თურქეთის პრეზიდენტმა მოსკოვისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის მიზანს ასადის რეჟიმის დამხობა წარმოადგენს, რასაც მოსკოვის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.