აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მოქალაქეებსა და სხვა სახელმწიფოების მთავრობებზე რუსეთის ფარული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური სტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.
კანონპროექტს ხმა წარმოამდგენელთა პალატის 390 წევრმა მისცა, წინააღმდეგი კი 30 კანონმდებელი გამოვიდა. 93-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი მედიისა და სხვადასხვა ორგანიზაციების საშუალებით ხალხებსა და მთავრობებზე ფარულ გავლენას ახდენს.
კანონპროექტის თანახმად, დაზვერვის სამსახურის დასაფინანსებლად 2017 წელს 70 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა.
აშშ სენატმა დოკუმენტი წლის ბოლომდე უნდა განიხილოს.