ქართული დამწერლობის სამ სახეობას - ასომთავრულს, მხედრულსა და ნუსხურს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს კულტურის სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება იუნესკო-მ მიიღო.
"ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას - ასომთავრული, მხედრული, და ნუსხუი დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას - იუნესკო-მ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება იუნესკო-მ მე-11 სესიაზე მიიღო , რომელიც ეთიოპიაში იმართება",- განმარტეს საქართველოს კულტურის სამინისტროში.