უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ფლორიდაში ათობით ვილა შეიძინა. ამის შესახებ გამოცემა „ობოზრევატელი“ იტყობინება. ბლოგერ ოლეგ ტორგალოს მტკიცებით, იაცენიუკის მფლობელობაში ამჟამად 24 ძვირადღირებული ვილაა. თითოეულის ღირებულება 5 მილიონ დოლარს აღემატება. არსენი იაცენიუკი უკრაინის მთავრობას 2014-2016 წლებში ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრის პოსტი მან აპრილში დატოვა.