ტენესის შტატში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ძლიერმა ქარიშხალმა და ხანძარმა, ბოლო მონაცემებით, 9 ადამიანი იმსხვერპლა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ქალაქ გატლინბერგს მიაყენა. დამწვარი და დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი. განადგურებულია გრეით-სმოქი-მაუნთინსის ევროვნული პარკის დიდი ნაწილიც. ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება მეხანძრეებმა უკვე შეძლეს.