სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე ვარაუდობს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, ჟაკ როგეს, სოჭში ვიზიტი ოლიმპიურ სამუშაოს უკავშრდება. ამის შესახებ განცხადება ასანიძემ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ოლიმპიადის მოსამზადებლად გამოყოფილია 30 მილიარდი რუბლი, თუმცა ჯერჯერობით არანაირი სამუშაო არ არის განხრციელებული. იგი მიიჩნევს, რომ ჟაკ როგეს ვიზიტიც სწორედ აღნიშნულ საკითხს უკავშირდება. თუმცა ასანიძე ჯერჯერობით ვერაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, აღნიშნული ვიზიტი რა შედეგით დასრულდება და დადგება თუ არა დღის წესრიგში ოლიმპიადის სხვაგან ჩატარების საკითხი. რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხს, ასანიძე კონკრეტულ განცხადებას ვერც ამ საკითხთან დაკავშირებით აკეთებს.