1 დეკემბერს, 19:00 საათზე, „ფაბრიკაში" თიბისი ბანკი საზოგადოებას თანამედროვე ხელოვანებთან ერთად შექმნილ ახალ პროექტს „12" წარუდგენს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა თიბისი ბანკის ფეისტიკერის 12 ახალი დიზაინი, რომელზეც ახალგაზრდა არტისტების სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრებია აღბეჭდილი.
ამ ნამუშევრებს, ავტორების სხვა ნამუშევრებთან, ერთად დამთვალიერებელი „ფაბრიკაში", გამოფენაზე იხილავს.
პროექტში პირველ ეტაპზე 12 არტისტი მონაწილეობს, რომელთაგან რამდენიმემ ნამუშვარი სპეციალურად „12"-ისთვის შექმნა.
დასწრება თავისუფალია