უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი პეტრო პოროშენკოს ტანკს ადარებს. ვრცელი ინტერვიუ მან გამოცემა Wall Street Journal-ს მისცა.
„ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ თავისი ხასიათით ტანკს ჰგავს. ის სულ წინ მიიწევს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სადღაც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა შეიძლება იყოს,“-აღნიშნა იაცენიუკმა.