აზერბაიჯანში ინტერნეტით პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე პასუხისმგებლობა დაწესდება.
შესაბამის კანონპროექტს პარლამენტმა მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.
ინიციატივა გენერალურ პროკურორს, ზაკირ გარალოვს ეკუთვნის. კანონის დარღვევისთვის 500-დან 1000 მანათამდე ჯარიმა, საზოგადოებრივი შრომის შესრულება ან 2 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.