ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა. ამის შესახებ რასმუსენმა განცხადება ბრიუსელში გააკეთა.
"ეჭვი არ მეპარება, საქართველო ნატოს ყველა წევრ ქვეყნისგან მოსმენს, რომ ალიანსის კარი მისთვის ღია. თუმცა საქართველოს ძალიან ბერი რეფორმა აქვს გასატარებელი და ამაში მას ნატო დაეხმარება", - განაცხადა რასმუსნემა და აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
ამასთან, ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში 30 მაისს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ არჩვნების წამატებით ჩატარება პოზიტიური მოვლენაა.
"ამის მოლოდინი მე პირადად მქონდა. საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დემოკრატიული რეფორმების გატარებისთვის ყველაფერი გააკეთა. ამ კმაყოფილებას საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას აუცილებლად გავაჟღერებ", - აღნიშნა რასმუსენმა.