30 ნოემბერს, 18:00 საათზე, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ღია გალერეაში (ჭოველიძის 10) სანდრო დარსაველიძის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიხსნება.
სანდრო დარსაველიძე 23 წლის დამწყები დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. მისი ხელოვნება კარგად ასახავს ქალაქის რიტმს და პეიზაჟებს, ნამუშევრების დიდი ნაწილი თამამი კომპოზიციებით გამოირჩევა.
სანდროს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. მისი შესაძლებლობები და ინტერესები შეუზღუდავია. იგი ხატავს. უყვარს კომიქსები და კინოფილმები. ილიაუნისთან არსებულ სასწავლო ტელეცენტრში ფოტოგრაფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სტაჟირება გაიარა ილიაუნის მედიაცენტრში. ამჟამად პროფესიულ ფოტოხელოვნებას ეუფლება გურამ წიბახაშვილის სტუდიაში.
ნოემბრის თვეში ეს უკვე მეორე პერსონალური გამოფენაა, რომელიც „ღია გალერეაში" ტარდება და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების შესაძლებლობებს ეძღვნება.