ჩეჩნეთის პრეზიდენტის შვილებმა, ახმადმა, ელიმ და ადამმა თავიანთ მწვრთნელს დაბადების დღეზე პორშე აჩუქეს. ამის შესახებ შერეულ ორთაბრძოლებში მრავალგზის პრიზიორმა აბდულ-კერიმ ედილოვმა განაცხადა, რომელიც კადიროვის ბავშვებს ავარჯიშებს.
„მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი მომცა, რაც მინდოდა. ყველაზე დიდი ბედნიერება კი ჩემთვის ისეთი ძმების ყოლაა, როგორებიც ახმადი, ელი და ადამი არიან. გუშინ 24 წელი შემისრულდა და მათგან ძვირფასი საჩუქარი, პორშე პანამერა მივიღე,“-წერს ინსტაგრამში ედილოვი.