ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების 50-მდე წევრი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო EFE იტყობინება. სპეცოპერაციები მადრიდსა და ბარსელონაში ჩატარდა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი. ისინი ბინების ძარცვასა და სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილები. გაცემულია კანონიერი ქურდის, „სპარტაკის“ დაკავების სანქციაც, რომელიც სავარაუდოდ იტალიაში იმყოფება. როგორც სააგენტო ინტობინება, დაჯგუფების წევრების დაკავებები საქართველოშიც დაიწყება, რისთვისაც ესპანეთის ეროვნული პოლიციის თანამშრომლები საქართველოში უკვე გამოემგზავრნენ.