ტერაქტი ფილიპინებში. პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის მანქანა სამხრეთ ლანაოში ააფეთქეს. ტერაქტი პროვინციაში პრეზიდენტის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე განხორციელდა. მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. პრეზიდენტ დუტერტეს განცხადებით, ინციდენტის მიუხედავად, ის სამხრეთ ლაონაში ვიზიტს არ გააუქმებს.