საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მომავალ წლამდე გადაიდება. ამის ამ ინფორმაციას ევროპარლამენტი საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. ამავე ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის ე.წ. „შეჩერების მექანიზმის“ განხილვა 2017 წლის 18 იანვარს შედგება.სესიაზე ევროპარლამენტის დეპუტატები შესაბამისი რეგლამენტის განხილვას პირველი მოსმენით გეგმავენ. უვიზო რეჟიმი საქართველოსა და უკრაინისთვის სწორედ „შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ამოქმედდება.