რუსეთის პრეზიდენტი კუბაში ჩასვლას არ აპირებს. ამის შესახებ კრემლის პრეს-მდივანმა განაცხადა. დიმიტრი პესკოვის თქმით, ფიდელ კასტროს დაკრძალვის ცერემონიალზე რუსეთის დელეგაციას სახერლმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი და ვიცე-პრემიერი დიმიტრი რაგოზინი უხელმძღვანელებს. რაც შეხება კრემლის ლიდერს, პესკოვის განმარტებით, პუტინს გადატვირთული დღის რეჟიმი აქვს და კუბაში გამგზავრებას ვერ შეძლებს.