რამზან კადიროვს რუსეთის ოპოზიცია შემოელანძღა. ოპოზიციის ლიდერებს მათ უსირცხვილო ყბედები უწოდა. მისიცე თქმით, ოპოზიცია რუსეთს 30 ვერცხლზე ყიდის. „დრო მოვა, მათ ხალხი მაწანწალა ძაღლებივით გააგდებს. მათ ნათესავებიც კი ზურგს აქცევენ. ხალხის მტერი იყო ბორის ნემცოვიც, რომელთანაც პირადი მტრობა არ მქონია, მაგრამ ის რუსეთს ყიდიდა,“-აღნიშნა კადიროვმა.