რესპუბლიკელთა პრაიმერიზში ფრანსუა ფიიონი ლიდერობს. შიდაპარტიული არჩევნების მეორე ტურში მან ხმათა 69,5 პროცენტი დააგროვა, ალენ ჟუპეს კი ხმათა 30,5 პროცენტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიონი მემარჯვენე ცენტრისტთა საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა. საპრეზიდენტო არჩევნებში ის ნაციონალისტთა ლიდერს, მარინ ლე პენს დაუპირისპირდება.