ევროკავშირში ევროპული ქვეყნების ინტეგრაციის პროცესი დროებით უნდა შეჩერდეს. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა გამოცემა „ველტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„როდესაც ევროკავშირს ვქმნიდით, შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელზეც თაობები ვერც იოცნებებდნენ, მაგრამ გაერთიანების პროცესი ძალიან დავაჩქარეთ. ალბათ, დროა პაუზა ავიღოთ და ჩვენს მომავალ მიზნებსა და სტრატეგიაზე ვიმსჯელოთ,“-აღნიშნა გაუკმა.