პირველად სერბეთის ისტორიაში, მასშტაბური საპროტესტო აქცია სამხედრო მოსამსახურეებმა გამართეს. ჯარისკაცებმა ხელფასების გაზრდა და შრომის პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. აქცია ადგილობრივი პროფკავშირების მიერ იყო ორგანიზებული. როგორც პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება სერბეთში საშუალოზე დაბალია, რაც დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს. უსახსრობის გამო სამხედრო სამსახურს წელს თავი ათასზე მეტმა ჯარისკაცმა დაანება.