მერი ოდესის ყოფილი გუბერნატორის ექსტრადიციას მოითხოვს. ბორის ფილატოვის მწვავე რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მიერ კიევში საპროტესტო აქციაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ექსგუბერნატორმა განაცხადა, რომ დეცენტრალიზაცია უკრაინაში კორუფციას კიდევ უფრო გაზრდის. ფილატოვის თქმით, თუ სააკაშვილს ასეთი პოზიცია აქვს, თავადაც ჩაეწერება მათ რიცხვში, ვინც სააკაშვილის ექსტრადირების მომხრეა. დნეპრის მერი სააკაშვილისთვის ნარკოტესტის ჩატარებასაც მოითხოვს.