ისრაელში ტყის ხანძრის განგებ გაჩენაში ეჭვმიტანილი 35 ადამიანი დააკავეს. მათი უმრავლესობა პალესტინის ავტონომიის მცხოვრებია. ინფორმაციას ამის შსახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთაიაჰუ განაცხადა, რომ ცეცხლი გაჩენა ტერორიზმის ტოლფასია. ქვეყნის შინაგან საქმთა მინისტრმა კი ხანძრის გაჩენაში დამნაშავე პირების სახლების დანგრევის ინიციატივა გამოთქვა.
27 ნოემბერს ისრაელის სახანძრო სამსახურმა ცეცხლის ყველა კერის ჩაქრობის შესახებ განაცხადა.
ხანძრის შედეგად ყველაზე მერად საპორტო ქალაქი ხაიფა დაზარალდა, საიდანაც 80 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ქალაქში დაზარალდა 1800 ბინა. ხუთი დღის განმავლობაში დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი.
26 ნოემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას მადლობა გადაუხადა პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერს მაჰმუდ აბასს ხანძრის ჩაქრობაში აღმოჩენილი დახმარებისთვის. პალესტინამ ისრაელის დასახმარებლად 40 მეხანძრე და რვა სახანძრო მანქანა გაგზავნა.
ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციაში ჩაერთო უმსხვილესი ამერიკული სუპერტანკერი Evergreen-747. ცეცხლის ჩასაქარობად ისრაელს თვითმფრინავები გაუგზავნეს რუსეთმა, თურქეთმა, საბერძნეთმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა და კანადამ.