თავისუფლების კუნძულს ცნობილი ტენორი ხოსე პლასიდო დომინგო ეწვია. 75 წლის მომღერალი კუბაში პირველად ჩავიდა. დომინგოს განცხადებით, მას ყოველთვის ჰქონდა კუბაში ჩასვლის სურვილი, რისი შესაძლებლობაც დღემდე არ მიეცა. კონცერტი კუბის კაპიტოლიუმში ხვალ გაიმართება.