დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე ესპანელ კოლეგას მიგელ ანხელ მორატინოს შეხვდება.
"ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებას. ამასთან, მხარები როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებზე იმსჯელებენ", - აღნიშნა ჯალაღანიამ.
მისივე თქმით, ვიზიტის განმავლობაში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციები, რომელსაც ქართული მხრიდან ვაშაძის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი უხელმძღვანელბს.
კონსულტაციების ფარგლებში მხარეები დეპარტამენტების დირექტორების დონეზე ორმხრივ ფორმატში საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.