დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 186-ე საჯარო სკოლაში ახალი საცურაო აუზი გახსნა.
შაშკინის განცხადებით, გარკვეული შეღავათებით საცურაო აუზით სამი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისარგებლებენ. 186-ე საჯარო სკოლის 80-მდე პირველკლასელს, მოსწავლეებს მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, უფასოდ ჩაუტარდებათ ცურვისა და წყალბურთის გაკვეთილები. ამასთან, აუზით სარგებლობა უფასოდ შეეძლება აფხაზეთის ომის მონაწილის და რუსეთ-საქართველოს ომის გმირის ზაზა დამენიას ვაჟს მეხუთეკლასელ გიორგი დამენიას, რომელიც ბაბუასთან და დედასთან ერთად აუზის გახსნას დაესწრო.
აუზის რეაბილიტაცია კომპანია "როიალ 2009"-ამ განახორციელა და იგი ერთადერთია დიდი დიღმის დასახლებაში.