ნატოს გენერალური მდივანი რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს. დისკუსია იენს სტოლტენბერგმა ოქსფორდის კავშირში გამართა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუსეთი მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიაში დაადანაშაულა. მაგალითად კი საქართველო და უკრაინა მოიყვანა.
“რუსეთი სამხედრო ძალას იყენებს მეზობელი ქვეყნების მიმართ. პირველად ეს ჩვენ ვნახეთ 2008 წელს საქართველოში, შემდეგ კი უკრაინაში, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. რუსეთი დღესაც განაგრძობს აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციას. სწორედ რუსეთის ქმედებები გვაიძულებს ნატოს ძალების გაძლიერებას. რუსეთი ეწინააღმდეგება ნატოში დამოუკიდებელი ქვეყნების გაწევრიანებას, თუმცა ეს არა მოსკოვის, არამედ სუვერენული ქვეყნების საქმეა,”-განაცხადა სტოლტენბერგმა.