პუტინმა მოსწავლეებს გეოგრაფიის გაკვეთილი ჩაუტარა. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების პრემიით დაჯილდოვების ცერემონიალზე კრემლის ლიდერმა 9 წლის მიროსლავს პროვოკაციული კითხა დაუსვა, თუ სად მთავრდება რუსეთის საზღვრები. მიროსლავი იმის ახსნას შეეცადა, რომ რუსეთის საზღვარი ბერინგის სრუტესთან მთავრდებოდა, თუმცა პრეზიდენტმა მას სიტყვა შეაწყვეტინა. „რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება,“-განაცხადა პუტინმა.