დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა სასტუმრო “ბილტმორ თბილისმა” უმნიშვნელოვანეს მოვლენას უმასპინძლა. GEM-Fest-ის ოფიციალური პარტნიორი BBC გახდა.
შეთანხმებას “ბილტმორ თბილისში” ხელი GEM-Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ და BBC WORLD-ის და BBC PERSIA PERSIAN-ის წამყვანმა და მუსიკალურ პროდიუსერმა ბეზად ბალურმა მოაწერეს. მემორანდუმის მიხედვით, BBC იღებს ვალდებულეას, რომ სრულიად უსასყიდლოდ, ფესტივალის განმავლობაში, გააკეთოს ლაინ ჩართვები ანაკლია-განმუხურიდან, ასევე მოამზადოს სიუჟეტები ფესტივალის პრე და პოსტ პერიოდში, რომელსაც ასეულობით მილიონი ადამიანი ნახავს მთელი მსოფლიოდან.
BBC სპეციალურ სტუდიას მოაწყობს GEM-Fest-ის სივრცეში, საიდანაც მსოფლიოს ყოველკვირეულ რეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას ანაკლია-განმუხურში მიმდინარე ფესტივალის შესახებ. BBC-ის პარტნიორობა, ქვეყანაში ტურიზმის განვითარების წინაპირობაა იქნება, რაც თავის მხრივ, ეკონომიკის წინსვლას შეუწყობს ხელს.