ათი წლის შემდეგ რეჟისორად ქცეული მსახიობი მელ გიბსონი ამტკიცებს, რომ კვლავ შეუძლია აალაპარაკოს მსოფლიოს საუკეთესო კრიტიკოსები და ეს ყოველთვის კარგად გამოსდის. ამჟამად, მელ გიბსონი 2016 წელს საომარ, ბიოგრაფიულ დრამას “ჰაქსოს გმირს” წარმოგვიდგენს.
ფილმში მოთხრობილი ისტორია რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და რეჟისორიც ზედმიწევნით აცოცხლებს გასაოცარ ისტორიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. კრიტიკოსებმა აღნიშნული ფილმი საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს.
14 ნოემბერს, საქართველოს კინოთეატრებში ფილმი ჩვენება სპეციალურად ჟურნალისტებისთვის გაიმართა. კინოკრიტიკოსები, რომლებიც ამ ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ, დარწმუნებულები არიან, რომ უამრავ ნომინაციაში გაიმარჯვებს.
მელ გიბსონი ბატალური სცენების შექმნის ოსტატია, ფილმის დინამიკიდან გამომდინარე ეკრანს თვალს წამითაც კი ვერ მოაშორებთ.
“ჰაქსოს გმირი” იხსნება ბრძოლის კადრით, სცენა საშინელებათა ფილმიდან უფროა, ვიდრე საბრძოლო დრამიდან. სისხლი, ძვლები, ცეცხლი და აგონია ჯოჯოხეთს მოგაგონებთ. შემდეგ მუსიკა და განათებები რადიკალურად იცვლება, ჯოჯოხეთურ სცენებს სამოთხე ცვლის. პასტორალური ვირჯინია, სადაც ახალგაზრდა დესმონდი და მისი ძმა, ჰალი, ერთმანეთს ულამაზესი ბუნების ფონზე ეთამაშებიან. პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი მამა, რომლის სასტიკი ქცევა დესმონდს მშვიდობიან ცხოვრებას აყვარებს და პაციფისტად აყალიბებს. დესმონდი პაციფისტია, ფართო ღიმილითა და მიმდონი თვალებით, რომელსაც ექთანი დოროთი უყვარდება.
ფილმის პირველად ვენეციის კინოფესტივალზე შეაფასეს. “ჰაქსოს გმირის” ნახვა უკვე შეგიძლიათ ჩვენს კინოთეატრებში, თანაც “ჰაქსოს გმირი” წლევანდელი ოსკარის ერთ-ერთი პოტენციური ნომინანტია.