კრემლის ლიდერმა ფილიპინელ კოლეგას რუსული იარაღის ყიდვა შესთავაზა. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პერუს დედაქალაქ ლიმაში შეხვდნენ. როდრიგო დუტერტეს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც ვაშინგტონმა ის ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. ამის გამო ფილიპინების ლიდერმა ამერიკელი კოლეგა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია და ღიად განაცხადა, რომ ამერიკული იარაღი აღარ სჭირდება.