ვიეტნამმა ატომური ენერგეტიკის განვითარებაზე უარი თქვა. შესაბამის ინიციატივას ეროვნულმა ასამბლეამ მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა. მანამდე ვიეტნამში ნინტხუანის ატომური ელექტროსადგურის აშენება იგეგმებოდა. სამშენებლო სამუშაოები რუსულ სახელმწიფო კომპანია „როსატომს“ უნდა შეესრულებინა. მშენებლობა 2020 წელს უნდა დაწყებულიყო.