დღეს, 7 ივნისს, 15:00 საათზე, სადღესასაწაულო კლუბი " Deja Vu " იწყებს საქველმოქმედო ფესტივალს სახელწოდებით "ტოლი".
პროექტის ფარგლებში, "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს" ფილიალების 50 აღსაზრდელი ესტუმრება სადღესასწაულო კლუბს " Deja Vu ", სადაც მათ გაუმასპინძლდებიან და ანიმაციურ შოუს მოუწყობენ.
აღნიშნული პროექტი სოციალურად დაუცველ ბავშვებს თავაზობს არა უმწეობაზე ხაზგასმით დახმარებას, არამედ, პირდაპირ გარევას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამგვარი ღონისძიებების საშუალებით მათ ენიჭებათ იგივე კომფორტი და ფუფუნება, რაც ჩვეულებრივ ბავშვს.