ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო განაცხადია, როდესაც ყოფილ ოპოზიციონერს მთავრობაში ეპატიჟებიან, განაცხადა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ ვიქტორ დოლიძემ.
მისივე თქმით, მომავალი ოთხი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„ვაპირებ, მაქსიმალურად დავიხარჯო, რათა სხვა უწყებებთან ერთად შევძლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.
ყველა ეტაპს პოლიტიკაში თავისებურებები აქვს. არც ერთ ჩემს პოლიტიკურ ნაბიჯზე არ მწყდება გული. გიორგი კვირიკაშვილთან თანამშრომლობისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით. არასდროს პრინციპებიდან და ღირებულებებიდან არ გადამიხვევია. ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ოჯახებთან არ დამიკარგავს კონტაქტი. კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება მათთვის იქიდან, სადაც ვართ“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.