დღეს, 7 ივნისს, 13:00 საათზე, "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის" ორგანიზებით ცესკოს თავმჯდომარე -ზურაბ ხარატიშვილი სტუდენტებს გააცნობს ადგილობრივი არჩევნების შედეგებს.
საუბარი იქნება იმაზე თუ რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები საქართველოში. მოწვეული სტუმრები უპასუხებენ სტუდენტების შეკითხვებს.
შეხვედრა, რომელიც თსუ-ის მეორე კორპუსში გაიმართება დაესწრება უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა.