,,რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის საქმეზე დღეისათვის ჩანიშნულ სასამართლო სხდომას სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს წყდება არა მხოლოდ ჩვენი მაყურებლის, არამედ 3 მოსამართლის კარიერული ბედი
"შესაძლოა დღეს წყდება, მაგრამ დღეს ნამდვილად იწყება არა მარტო ჩვენი, ჩვენი კომპანიის, ჩვენი გულშემატკივრების ბედი, არამედ ყველა იმ ადამიანის ბედი, ვინც გვიყურებს, ვინც ჩვენს წინააღმდეგაა და მათ შორის იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ამ საქმეს გადაწყვეტს. 3 მოსამართლის კარიერული ბედი,"- აცხადებს გვარამია.
უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე დღევანდელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე შედგება. ამ დრომდე უცნობია, რომელ საათზე ჩაინიშნება სხდომა. რუსთავი 2 მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, ასევე საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს. გადაწყვეტილების მიღების ბოლოვადა 25 იანვარია.